ქუთაისის დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა. გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, კოტეჯი-2-ში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს ბალახის სათიბი - ელექტროცელი, სეკატორი და ხერხი ელემენტზე, ურიკა, მილი და საიზოლაციო ლენტა.
ინიციატივა თემის მცხოვრებლებმა თავიანთი რესურსებით განახორციელეს. შეძენილი მასალების გამოყენება ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის, ჩოხატაურის, ვანის, თერჯოლის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე გაიმართა გზამკვლევის „გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება და რეკომენდაციები“ განხილვა. მასში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება: როგორ მუშაობენ ისინი ქალთა უფლებების დასაცავად ომის დროს და ომის შემდეგ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც გზამკვლევში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ასევე - ქალთა მხარდაჭერისკენ მიმართულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს.
პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდის მხარდაჭერით
ონლაინ ჩატარდა დევნილ ქალთა და გოგონათა საერთო ქსელის შეხვედრა, რომელსაც ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე შეჯამდა „სამოქალაქო ინციატივების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ დევნილთა თემებში პროექტით გათვალისწინებული ინვენტარის შესყიდვების პროცესი დასრულდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად არიან სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად. უკვე დაგეგმილია მომდევნო თვის აქტივობები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ქალთა ფონდი „სოხუმი“ GIA-ს ინსტრუმენტის გამოყენებით ახორციელებს კვლევას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით - ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასებისთვის. კვლევა ხორციელდება ა(აიპი) ბაღების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
კვლევის პროცესში ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება ფოკუს-ჯგუფები, სიღრმისეული ინტერვიუები, სამუშაო შეხვედრები, გამოკითხვები.
საბოლოო ანგარიშში აისახება აღნიშნული პროგრამის გენდერული ზეგავლენა სამიზნე ჯგუფებზე (აღსაზრდელებზე, მათ ოჯახებზე, სკოლამდელ დაწესებულებაზე, თემზე). კვლევის საბოლოო მიზანია სკოლამდელი განათლების პოლიტიკაში ოჯახისა და თემის მონაწილეობის და თანამშრომლობის გაზრდისთვის რეკომენდაციების შემუშავება, რათა მოხდეს აღსაზრდელების საჭიროებების და თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
თერჯოლაში მრგვალი მაგიდა გაიმართა ქალებთან. ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების და ჩვენი ორგანიზაციის სერვისების შესახებ.
მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ადრეულ ქორწინებაზე, არასრულწლოვანთა უფლება-მოვალეობებსა და საზოგადოების როლზე. მათ მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით აღნიშნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ პოზიტიური გავლენის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მშვიდობის საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ფონდ "სოხუმის" ინიციატივით ,საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.მსგავსი სახის ღონისძიება ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას და ურთიერთობების დათბობას.არაფორმალურმა გარემომ აჩვენა,რომ,კულინარიული თვალსაზრისითაც ბევრი საერთო გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნება . აქტივობა ფონდის "სოხუმი" მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა .
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა კოკის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიიღეს.მოწვეული იყვნენ,როგორც ადგილობრივი,ასევე დევნილი თემის წარმომადგენლები.
12 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების საერთო ინიციატივების ფარგლებში, ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.
ღონისძიება მშვიდობის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მშვიდობიანი ურთიერთობების დამკვიდრების ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში.
მონაწილეებმა წარადგინეს კერძები, აღწერეს შემადგენლობა და ბოლოს დააგემოვნეს კიდეც.
ღონისძიების პარალელურად , ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს , მოაწყევს თემატური ნახატებისა და ფოტოების გამოფენა.
ქალთა ჯგუფის წევრმა საზოგადოებას საკუთარი ლექსები გააცნო.
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე “მედიაცია და შუამავლობა, როგორც შერიგების რიტუალი"
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიაციის, მედიატორობის სხვადასხვა ტიპების და შუამავლობის მნიშვნელობის შესახებ.
კონფლიქტების მართვასა და პროცესის მედიატორობის შესახებ პრაქტიკული სავარჯიშოებიც ჩატარდა.
შეხვედრას სსიპ ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.
განსხვავებული ფორმატით აღნიშნეს მშვიდობის საერთაშორისო დღე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წყალტუბოში. სამშვიდობო სტრატეგიიდან გამომდინარე ქართული, აფხაზური და ოსური კერძების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებიც იყვნენ ჩართული. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალგაზრდებმა, შეკრებილებს ის კერძები წარუდგინეს, რომელიც ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულოსთვის იყო დამახასიათებელი. ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაცია მშვიდობის მიმართულებით შესრულებული აქტივობების შესახებ. მონაწილეთა მხრიდან სულ უფრო მეტად ისმოდა მშვიდობის, ნდობის აღდგენის აუცილებლობა და მნიშვნელობა.
ქალთა ფონდმა ,,სოხუმი,, ახალგაზრდული პარკის მშვიდობის ხეივანში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა .
საერთო ინიციატივების ფარგლებში, ქალთა და ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფებმა ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულო წარმოადგინეს, აღწერეს თითოეული კერძის შემადგენლობა და აღნიშნეს, რომ მოამზადეს სიყვარულით.
კერძების დაგემოვნებასთან ერთად სიამოვნებით მიირთვეს ქვიშაზე მოდუღებული სოხუმური ყავა.
ასევე, მოეწყო თემატური ნახატების, ფოტოების გამოფენა და კონცერტი - ლექსები და სიმღერები სამშობლოზე. ჩატარდა ვიქტორინა - რა ვიცით აფხაზეთის შესახებ და გამოვლინდა გამარჯვებულიც.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.ბენეფიციარების თხოვნით მოწვეულმა სტუმარმა , ფონდ "სოხუმის"იურისტმა თამარ ფაჩულიამ, მათ კითხვებს უპასუხა.ჯგუფის წევრებმა მიწის საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარეს;განიხილეს სკოლის მშენებლობის პროცესის შეჩერების თემა;მიიღეს ინფორმაცია ,თუ როგორ შეიძლება კანონის ფარგლებში,მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მოგვარების პროცესში,რაც ყველაზე მეტად აწუხებს.