რატომ ძალადობენ მოზარდები ერთმანეთში, რა ვიცით ბულინგზე და რა კავშირშია ის ოჯახურ კონფლიქტებთან - ამ თემაზე გაიმართა დისკუსიები წყალტუბოში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ ვორკშოპებზე.
მონაწილეებს მიეწოდათ სტატისტიკა, სადაც კარგად ჩანს, რამდენად მაღალია სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი. მიზეზებზე საუბრისას მათ ბულინგი ოჯახურ კონფლიქტებთან დააკავშირეს:
- კონფლიქტური ოჯახებიდან გამოსული ბავშვები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი, რადგან მათ არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, უჭირთ გარემოში ადაპტირება.
მათი აზრით, გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ მშობლებმა, სკოლამ ერთობლივად, კოორდინირებულად იმუშაონ ბავშვებთან, მოზარდებთან და შეძლონ ბულინგის თავიდან აცილება.
პიროვნული კონფლიქტების გარჩევა საინტერესო გამოდგა ახალგაზრდებისთვის. მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში გამოიკვეთა, რომ ხშირად ჰქონიათ დაპირისპირება საკუთარ თავთან: როცა ბოლომდე არააქვთ გარკვეული, რა უნდათ, რა მიზანი აქვთ. პიროვნული კონფლიქტები ხშირად გამოაქვთ გარეთ, რაც სხვებთან ურთიერთობაში ნეგატიურად აისახება.
საინტერესო იყო ცალკეული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იმიტირებული ოჯახურისცენები. ახალგაზრდები საერთო დასკვნამდეც მივიდნენ: თუ გვინდა კონფლიქტების მოგვარება, ჯერ საკუთარ თავში მიმდინარე კონფლიქტები უნდა მოვაგვაროთ, შემდეგ უფრო ადვილია ოჯახური კონფლიქტების მართვა.
ვორკშოპები გაიმართა წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში.








ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის ჯგუფმა ფონდ „სოხუმში“ ჩაატარა ღონისძიება „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“. მოიწვიეს ბავშვები ამ დიაგნოზით, ფსიქოლოგი, სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მენეჯერი.
ღონისძიება მარი კურტანიძის ინიციატივით გაიმართა. სტუმრებმა ძალიან იხალისეს და მიიღეს საჩუქრები.

პროექტიხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
14 თებერვალს ხონის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა, რომელზეც განიხილეს პოლიტიკურ პარტიებთან წარსადგენი მემორანდუმი და შეიმუშავეს რეკომენდაციები. ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებასაც ცდილობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
ამავე დღეს შედგა საუბარი საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვალერი ბახტაძესთან მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამჟამად გადიან კონსულტაციებს და უახლოეს ხანებში საბჭოს ფორმირებაც მოხდება.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასეს და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს. გამოითქვა აზრი, რომ პარლამენტში ქალთა მეტ წარმომადგენლობას მეტი მუშაობა სჭირდება.
ამოტომაც აპირებენ გააქტიურებას იმისათვის, რომ მეტი ქალი იხილონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში.
შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებმა შეარჩიეს პრობლემები ადვოკატირებისათვის, შექმნეს ადვოკატირების ჯგუფი - ყოველ მათგანს აქვს დიდი ინტერესი და შემართება, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემის მოგვარება შეძლონ.
ხონის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. ამავე თემას მიეძღვნა შეხვედრები კოკის საჯარო სკოლაში და ფოთის 21-ე სკოლაში.
ახალგაზრდები საინტერესოდ ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, აქტიურობდნენ დისკუსიის დროს. გულახდილად ილაპარაკეს უფროსი თაობის სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რაც ხელს უშლის ახალი, ჰარმონიული საზოგადოების შექმნას.
აქტივისტებმა შეკრებილებს გააცნეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ჩაატარეს კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.