ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრებზე მსჯელობის თემა იყო ოჯახში ძალადობა, როგორც საზოგადოების პრობლემა.
29 სექტემბერს კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში შეხვედრაში მონაწილეობდა 17 მოსწავლე. შეხვედრას დაესწრნენ ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ფონდი „სოხუმის“ მოხალისე გერმანიდან.
გაიმართა საინტერესო, გულახდილი გამოსვლები, საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება ტრადიციებთან, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კლუბის წევრების თქმით, ეს იყო ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველაზე კარგი შეხვედრა.
1 ოქტომბერს შეხვედრა მოეწყო წყალტუბოს 1-ლ სკოლაში. 17 მოსწავლიდან განსაკუთრებით ბიჭები აქტიურობდნენ. ბევრმა მონაწილემ საკუთარი ცხოვრების დეტალები მოიყვანა მაგალითად. ჩაერთნენ პედაგოგებიც. საუბარი შეეხო სტერეოტიპულ აზროვნებას, ტრადიციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს ქალთა უფლებების შელახვას.
5 ოქტომბერს ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. აქტიური, გულახდილი დისკუსიით განიხილეს მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემა. ახალგაზრდები ინტერესდებიან ამ თემით და ეძებენ პრობლემის მოგვარების გზებს.
სენაკის 1-ლ სკოლაში ახალგაზრდული კლუბი შეიკრიბა 6 ოქტომბერს. ინტერაქტივმა მუშაობის კარგი განწყობა შექმნა. საუბრობდნენ ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე და მათ ნეგატიურ გავლენაზე. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ ბიჭები.
7 ოქტომბერს ქუთაისის მე-6 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას 10 ადამიანი დაესწრო. ახალგაზრდული კლუბის წევრები ინფორმირებულნი არიან ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მათ საინტერესო მაგალითებით გაამდიდრეს დისკუსია.
ამ თვის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 12 ოქტომბერს, ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ სკოლაში და ყველაზე მეტი - 23 მონაწილე. ისინი ძალიან დააინტერესა ახალგაზრდული კლუბის აქტივობებმა. ამ სკოლაში მაღალ დონეზეა სამოქალაქო გაკვეთილი, პედაგოგი სპეციალობით ადვოკატია და მოსწავლეები ფლობენ საინტერესო ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ. მათ მოჰყავდათ ცხოვრებისეული მაგალითები და შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)