ვორკშოპები ქალებთან

- როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, ის მოდის სხვა სამყაროდან, სხვა ოჯახიდან, სადაც, ბუნებრივია, სხვა წესებია და სხვა ფასეულობებით ცხოვრობენ, ამიტომ ქალებს, სამწუხაროდ, ხშირად უწევთ, უარი თქვან საკუთარ ღირებულებებზე, სხვებს დაემორჩილონ, ან შექმნან კონფლიქტი ოჯახში. უმრავლესობა მორჩილებას ირჩევს და ასე აგვარებს პრობლემებს, - კონკრეტული მაგალითების გარჩევით მიმდინარეობდა ვორკშოპი ქალების ჯგუფთან.    
მონაწილეებმა არაერთი მაგალითი გაიხსენეს საკუთარი ცხოვრებიდან. მათი საერთო მოსაზრება ასეთია: ყველაფერზე უარის თქმა - ძალადობაა. პირიქით, ქალი შინაგანად უნდა გაძლიერდეს, რათა კონფლიქტების მოგვარება შეძლოს არა მხოლოდ უკან დახევით, არამედ ისე, რომ პატივი სცენ მის ღირებულებებს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა ქალები უფრო თამამები არიან და შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა, რაც მისასალმებელია.
ვორკშოპები ჩატარდა ხურჩაში, წყალტუბოში, სენაკში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები