ქალთა უფლებები და გაეროს რეზოლუცია 1325-ის განხილვა იყო ძირითადი თემა შეხვედრებისა, რომლებიც ჩატარდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 სკოლაში და კოკის საჯარო სკოლაში.
წყალტუბოში შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ გოგონები, ამიტომ გულახდილად ისაუბრეს პრობლემებზე და მოიყვანეს მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან.
კოკში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობდა ხონის ახალგაზრდული კლუბის სამი წევრი.
აპრილში ახალგაზრდების ინიციატივით ჩატარდა 3 გაცვლითი შეხვედრა (ხონში ჩავიდნენ ქუთაისის კლუბის წევრები, ფოთში კი - სენაკის კლუბის წარმომადგენლები). შეხვედრები აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)