ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე განიხილეს ის სტანდარტები, რომლებიც საბავშვო ბაღების პერსონალს ეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის წარმომადგენლები, რომლებსაც ინფორმაცია მიაწოდა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა. შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიული იყო, ყველა დასმულ შეკითხვაზე მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ №4 საბავშვო ბაღი ჩაისვა პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მოხდება მისი გარემონტება. ეს საკითხი კლუბის ადვოკატირების საგანს წარმოადგენდა, გაკეთდა წერილობითი მიმართვა რომელსაც თან ერთვოდა ხელმოწერები.
ასევე მოეწყო შეხვედრა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდა ინფორმაცია კლუბის მუშაობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა პარტიების და ამომრჩეველ ქალთა კლუბის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით