ტრეფიკინგი, როგორც ძალადობის სახე და მისგან დამცავი მექანიზმები - ამ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები წყალტუბოს მე-4 სკოლაში, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში და სენაკის 1-ლ საჯარო სკოლაში.
ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს თემა, ინფორმაცია კანონის შესახებ. გაიმართა დისკუსია, რომელშიც ყველა ჩაერთო.
„საზოგადოება ამ საკითხს თავს არიდებს, თითქოს ჩვენთან მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ სტატისტიკა სხვას ამბობს. ტრეფიკინგისგან დამცავი მექანიზმების შესახებ უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდებმა და ამისთვის საჭიროა მსგავსი დისკუსიების ჩატარება, რათა არ აღმოვჩნდეთ საშიშროების წინაშე“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილეებმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)