სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრას კლუბის აქტიური წევრები, სენაკის მუნიციპალიტეტის და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე პრობლემა დაასახელეს - გზის რეაბილიტაცია დედის ქუჩაზე, გაზიფიცირება ქალაქის რამდენიმე უბანში, ქალაქში არ არის კანალიზაცია. ჟურნალისტმა თაკო არზიანმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაზრდის საკითხი დასვა.
კლუბის წევრებს სურვილი აქვთ, რომ მათ მიერ შემუშავებული წინადადებები ქალაქის მომავალ ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული.
საკრებულოს წევრმა დინარა ხუხუამ აღნიშნა, რომ კლუბზე დასმული საკითხები აქტუალურია, განიხილება საკრებულოზე და მოგვარებასაც ექვემდებარება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით