სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა - ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასული სიუჟეტი სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. როგორც პროექტის ასისტენტი თავის ინტერვიუში აღნიშნავს, საბჭოს მორიგ  სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ჩატარებულ გენდერულ საჭიროებათა კვლევის შედეგები და მუშაობა დაიწყეს თვითმმართველობისათვის წარსადგენ სარეკომენდაციო წინადადებებზე. იყო საუბარი ახალ გენდერულ საპროექტო იდეებზეც.
საბჭოს წევრებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს გენდერული საბჭოების ქსელის შექმნა, რომელსაც სენაკის საბჭოც შეუერთდა.
როგორც ითქვა, ყოველ საბჭოს აქვს თავისი გამოცდილება და ქსელი საშუალებას იძლევა, ეს ფართოდ იქნეს გაზიარებული. დაანონსდა ფორუმი, რომელიც სენაკის საბჭოს ეგიდით ჩატარდება და მასზე ქსელის ოზურგეთის, ბათუმის და ქუთაისის  წარმომადგენლებიც  იქნებიან მოწვეული.
სხდომას ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს სენაკში გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მჭიდრო თნამშრომლობით მიმდინარე საქმიანობას. ეს ეხებოდა ქალთა მონაწილეობის გაზრდას, საბიუჯეტო პრიორიტეტების შერჩევას, გენდერული ბიუჯეტის პრაქტიკის დანერგვას,  დონორების მოძიებას. დადებითად  შეფასდა 2015 წლის ბიუჯეტში დანერგილი ახალი პროგრამები, რომლებიც პასუხობს მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს. გამოითქვა იმედი, რომ ამ მიმართულებით ჩატარებული საქმიანობა კიდევ უფრო გაიზრდება 2016 წლისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები