სიუჟეტი „რიონზე“ - ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ

15 ივლისს ტელეკომპანია „რიონის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულმა სიუჟეტმა ქუთაისის  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის   თემები გაგვაცნო: საბჭოს წევრებმა საჭიროებათა კვლევის შედეგები განიხილეს და გაკეთებული დასკვნების საფუძველზე თვითმმართველობისათვის წარსადგენი წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტზე დაიწყეს მუშაობა.
საბჭოს თავმჯდომარემ თავის ინტერვიუში ყველაზე პრაქტიკული საკითხები გააჟღერა, რომლებიც კვლევის ჯგუფებმა წამოსწიეს, პასუხობს მოქალაქეების საჭიროებებს და, რაც მთავარია, შედის ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში - გაჩერებებზე მისათითებელი ნიშნების დამონტაჟება, ხანდაზმულებისათვის შემეცნებით-გასართობი ცენტრის შექმნა და სხვა.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩატარებული კვლევის  მიზანზე. ითქვა, რომ ჩატარებულმა საქმიანობამ გამოავლინა ქალების, ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველების, შშმ ჯგუფების არაერთი სასიცოცხლი საჭიროება. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ მოხდება ყველაზე საშური საკითხების ამორჩევა და თვითმმართველობისთვის შეთავაზება 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები