„როგორ ვიმუშაოთ ახალგაზრდულ ჯგუფებთან კონფლიქტების მოგვარებისთვის“ - ასე ჰქვია მეთოდურ სახელმძღვანელოს, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ გამოუშვა ახალგაზრდა ტრენერებისთვის.
სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის არაძალადობრივად მოგვარების ხელშეწყობა ტრენინგების მეშვეობით დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც გაიარეს სატრენინგო კურსი კონფლიქტოლოგიის საკითხებზე. კრებულში შევიდა 4 თემა, რომელზეც იმუშავეს დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა: კონფლიქტის ტიპები, სახეები და მოგვარების მეთოდები; ინფორმირების როლი კონფლიქტის მოგვარებაში; გენდერი და გენდერული ასპექტები კონფლიქტის დარეგულირებაში; მასკულინურობის გავლენა კონფლიქტზე. სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია ტრენერისთვის საჭირო ინფორმაცია: ტრენინგის სტრუქტურა და ტრენერობის ხელოვნება.
პროექტი ხორციელდება კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის -CFLI (კანადის საელჩო თურქეთში) მხარდაჭერით