პანდემიის გამო ონლაინ გაგრძელდა ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“. ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა სამიზნე ბაღების აღსაზრდელთა მშობლებთან. შეხვედრებში ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი. მათ მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის თემაზე, რეაგირების მექანიზმებსა და იმ გავლენაზე, რაც ასეთ სიტუაციაში ყოფნამ შეიძლება მოუტანოს პატარას. შეხვედრამ აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებზე და რთულ სიტუაციაში სტრესის მართვაზე.