„ჯანსაღი თაობისთვის“ - ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ეს პროექტი ოჯახში ძალადობისა და ბულინგის პრობლემას ეხება. პროექტის მიხედვით, ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრაში ჩაერთნენ იურისტი და ფსიქოლოგი. ისინი მონაწილეებს ესაუბრნენ მოზარდებზე, რომლებიც რთულ სიტუაციაში იმყოფებიან. აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტების გამოვლენა და დროული რეაგირება, რომ ძალადობამ ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელი კვალი არ დატოვოს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივ ბიუჯეტში გაწერილ მუნიციპალურ სერვისებზე და ასევე - COVID-19-ის პრევენციის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე.