ორ პროექტზე მუშაობს ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.
კოკში პროექტის „დავიცვათ თავი ბულინგისგან“ ფარგლებში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. შეხვედრის მონაწილე მშობლებმა და პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა მავნე გავლენა აქვს მოზარდის ფსიქიკაზე ბულინგს. დიდი აქცენტი გაკეთდა კიბერბულინგზე და მისი გამოვლენის მნიშვნელობაზე, იმ მექანიზმებზე, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებაში დაეხმარებათ.
მეორე მცირე პროექტი „დაარღვიე დუმილი, დაამარცხე ძალადობა“ ხურჩაში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ბენეციფიარებთან და მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა და დროული პრევენცია.