სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ორი პროექტი ხორციელდება. ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან. ფონდი „სოხუმის“ იურისტი მათ ესაუბრა რეაგირებაზე ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, COVID-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებზე. ფსიქოლოგმა მისცა რჩევები სტრესის მართვის მექანიზმებზე.
ფსიქოლოგის ჩართულობით ჩატარდა შეხვედრა სოფელ ნოსირის სკოლის მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე, საუბარი შეეხო ბულინგის გავლენას მოზარდებზე, რეაგირების გზებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული ჯგუფი, რომლის ერთ-ერთმა აქტივისტმა უმცროსკლასელებთან ჩაატარა შეხვედრა ბულინგთან დაკავშირებულ საკითხებზე.