ტრენინგი ოზურგეთში - ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციაში

31 2 

- როგორია ძალადობის მასშტაბები სოფლებში, საზოგადოება რამდენად არის გახსნილი ამ თემებზე სასაუბროდ, როგორია სოფლის ხელმძღვანელების როლი მსხვერპლთა დახმარების საქმეში - ამ საკითხებს მიეძღვნა ტრენინგი ოზურგეთში. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში მიმდინარე მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ მერის წარმომადგენლები სოფლებში. 

პრობლემის პრევენციული მექანიზმების განხილვისას გამოიკვეთა, რომ მათი ჩართულობა მინიმალურია. აღინიშნა, რომ სოფლის ხელმძღვანელი ყველაზე კარგად იცნობს კონფლიქტურ ოჯახებს, ამიტომ მათი  ჩართულობა თემში კონფლიქტების მოგვარების მიზნით უნდა გაიზარდოს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის მუშაობა ოჯახური კლიმატის გაუმჯობესებისთვის

1 2 Фабрика форматов3 Фабрика форматов4 Фабрика форматов5

აქტიურად წარიმართა ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრები და სესიები ხონის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს, ოზურგეთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მუშაობა მიმდინარეობდა 41 ბენეფიციართან, მათგან 11 მამაკაცია. რეგიონში ფსიქოლოგი 10 ოჯახურ წყვილთან მუშაობდა, რომელთაგან სამი ახალია. ოზურგეთსა და კოკში ჯგუფური შეხვედრები გაიმართა ბულინგის და სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიური განვითარების თემაზე.

შეხვედრები მიმდინარეობდა ქუთაისშიც. აქ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს იღებს 10 ბენეფიციარი, 7-თან კი ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები. მთელი ეს მუშაობა ხელს უწყობს შეხვედრების მონაწილეთა ოჯახური კლიმატის გაუმჯობესებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპი მობილიზატორებთან

1 2 

3 4

ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი 9 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან. შეხვედრაზე შეჯამდა მიმდინარე მუშაობა. ასევე გამოვლინდა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები. გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემები, რომლებზეც  სამომავლო საპროექტო იდეები შემუშავდება.

აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ - პროექტის აქტივობები ლანჩხუთში

1 2 3

ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მედპერსონალი ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან. შეხვედრების მიზანი იყო სუბიექტებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. ამის შედეგად ისინი დაინახავენ, რეალურად რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ძალადობის პრობლემის პრევენციაში აქტიურად იყვნენ ჩართული. მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ მსგავსი შეხვედრების პრაქტიკა არ არსებობს და ეს მეტად მნიშვნელოვანია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრები ოჯახის თემაზე

1 2 3 4 5 6

მაისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 27 სამობილიზაციო შეხვედრა გაიმართა და მათი თემა იყო ოჯახის საერთაშორისო დღე. შეკრებილებმა განიხილეს აქტუალური საკითხები: ოჯახის ინსტიტუტის  მნიშვნელობა, გენდერული როლები, შიდა და გარე ფაქტორები...

შეხვედრებმა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. აღინიშნა, რომ მსგავს თემაზე საუბარი განსაკუთრებით კარგია ახალგაზრდებთან, რათა მათ გაიაზრონ ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა. ბენეფიცარებმა ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღეს ინფორმაცია, მათ შორის მუნიციპალიტეტში არსებულ სერვისებზე. ყოველივე ეს ხელს უწყობს ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები