შეხვედრა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში

1
 2 3

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მცირე პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტურის დანერგვა მოსწავლე ახალგაზრდებში“ ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: მავნე ჩვევები და მისი დაძლევის მექანიზმები.

- ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, აზარტული თამაშები, სიგარეტზე დამოკიდებულება  - აქტუალური მავნე ჩვევები. როგორია საზოგადოების დამოკიდებულება და რა მექანიზმები არსებობს მათ წინააღმდეგ - დისკუსია, ძირითადად, ამ საკითხებზე გაიმართა.

შეხვედრას მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მათი აზრით, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მავნე ჩვევებსა და მათ ნეგატიურ შედეგებზე, რაც პრობლემის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქმიანობა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტში

1 2 3 4 5 6 7

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში სოფელ ხორშში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „ქალთა და ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა მომავალ თაობაზე“. ვორკშოპის დროს ისაუბრეს კანონზე, დამცავ მექანიზმებზე. მუშაობაში ჩაერთო სოფლის რწმუნებული, მაჟორიტარი დეპუტატი, სხვადასხვა ასაკის 15-მდე ქალი.

შემდეგ ვორკშოპის მონაწილემ სოფელ ქვედა ხორშში, თავის თემში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ძალადობის საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამედიცინო აქცია ხონში

1 2 

3 4

ფონდი „სოხუმის“, ულტიპროფილური კლინიკა „უნიქალ მედის“ და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, 31 მარტს ხონში დევნილთა დასახლებაში კლინიკა „უნიქალ მედიმ“ უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა. აქციის მონაწილეებს და „უნიქალ მედის“ დამფუძნებლებს შეხვდა ქალაქ ხონის მერი ლადო ჯურხაძე.

აქციაში ათობით დევნილმა მიიღო სამედიცინო მომსახურება - ექიმების კონსულტაცია თუ ექოსკოპიური კვლევა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მეორე ტრენინგი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში

1 2 3

 4 5

გრძელდება ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია ჯანსაღი კლიმატის ხელშეწყობა ოჯახსა და სკოლამდელ დაწესებულებში.

31 მარტს დაგეგმილი მეორე ტრენინგი ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის, ფარცხანაყანევის, მუხიანის, კოპიტნარის, მესხეთისა და მაღლაკის თემში მოქმედი საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და პედაგოგებისთვის. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე, ძალადობის პრევენციაზე, ბულინგზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დიზაინი“

1 2 3 4 5 6 7

28-30 მარტს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის წერა და დიზაინი“. მასში მონაწილეობდნენ თერჯოლის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ქუთაისის, ზუგდიდის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები. ტრენინგი ორგანიზებული იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ხონის, წყალტუბოს და თერჯოლის მერიების თანადაფინანსებით. სამდღიანი მუშაობის შედეგად თითოეულმა მონაწილემ შეიმუშავა ინდივიდულური პროექტი. ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება მონაწილეებს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსები პროექტების განხორციელებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები