იურიდიული კონსულტაციები ქუთაისში

თებერვალში ჯგუფური იურიდიული კონსულტაციები ჩატარდა ქუთაისში დევნილებთან. 9 კოლექტიურ ცენტრში შეხვედრებს 54 ბენეფიციარი დაესწრო. გაიცა 2 ინდივიდუალური კონსულტაცია და გამოვლინდა ძალადობის რისკ ჯგუფის მატარებელი ბენეფიციარები. ასევე კონსულტაცია გაეწია 2 კრიზისულ ოჯახს და ერთ ოჯახურ წყვილს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისი: ფსიქოლოგის მუშაობა ხელს უწყობს ძალადობის პრევენციას

    

ფსიქოლოგის 9 საკონსულტაციო შეხვედრა მოეწყო ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. მათში მონაწილეობა მიიღო 54 ბენეფიციარმა. ჩვეულებრივ, ჯგუფური შეხვედრების შემდეგ იმართება ინდივიდუალური კონსულტაციები. 5 ქალმა რჩევები მიიღო თავის კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ ოჯახურ წყვილთან გაიმართა ორი სესია. ორი ოჯახის წევრებთან, სადაც კრიზისული ურთიერთობებია, 4 სესია მოეწყო. ხდება სატელეფონო კონსულტირებაც. ფსიქოლოგმა თვის განმავლობაში ქუთაისელი ბენეფიციარების 5 ზარს უპასუხა. მთელი ეს მუშაობა ხელს უწყობს რისკის მქონე ოჯახების დახმარებას და ძალადობის პრევენციას, როგორც პროექტშია გათვალისწინებული.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი - საბავშვო ბაღებისთვის

ფონდი „სოხუმის“ მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ქალაქ წყალტუბოს საბავშვო და ბაგა-ბაღების პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება გენდერისა და ძალადობის საკითხზე“. 

პროექტის ფარგლებში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი შეხვდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანს,  საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს  მზია კიკალიშვილთან. გაიმართა შეხვედრა საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან.

პროექტით, ბაღის პედაგოგების და აღმზრდელებისათვის დაგეგმილია ტრენინგები აქტუალურ თემებზე: გენდერი, გენდერული ძალადობა, ბულინგი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

27 შეხვედრა ქალთა მხარდაჭერის 9 ცენტრში

        

ახალი პროექტით „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფონდ „სოხუმს“ 9 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, თერჯოლა, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი) აქვს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი.

თებერვალში მობილიზატორებმა 27 სამობილიზაციო-საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ამ მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში, დევნილთა კოლექტიურ დასახლებებში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. მთავარი აქცენტი გაკეთდა პროექტზე, დაგეგმილ აქტივობებსა და ფონდი „სოხუმის“ სერვისებზე. განსაკუთრებული იყო შეხვედრები თერჯოლაში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრები წელს ამოქმედდა. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის ინდივიდუალური მუშაობა რეგიონებში

 ახალი წლიდან შეიცვალა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრების ფორმატი. ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ის უკვე არ ატარებს ყოველთვიურ ჯგუფურ შეხვედრებს, არამედ რეგიონებში საჭიროების მიხედვით ჩადის.

თებერვალში ინდივიდუალური შეხვედრები მოეწყო ფოთისა და ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მოთხოვნით. ქალებთან მუშაობა წარიმართა პირადი ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად. პირველივე სესიის შემდეგ ბენეფიციარებმა სიმსუბუქე იგრძნეს და მოილაპარაკეს, რომ სკაიპით და ტელეფონით იმუშავებდნენ. მიუხედავად გარკვეული დადებითი შედეგებისა, ინდივიდუალური მუშაობა გრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები