ტრენინგი ბორჯომში მობილიზატორებისთვის

       

20-22 დეკემბერს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ფონდების მოძიების (ფანდრაიზინგის), პროექტის დიზაინი და მართვა“. მასში მონაწილეობა მიიღეს ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრის მობილიზატორებმა.

ტრენინგის პირველ ნაწილში გათვალისწინებული იყო მონაწილეთა ფსიქორეაბილიტაცია, რაზეც ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა იმუშავა.

ტრენინგის მსვლელობისას გამახვილდა ყურადღება შემდეგ საკითხებზე: როგორ უნდა მოხდეს ფონდების მოძიება, ძირითადი ეტაპები ფონდების მოძიებისათვის, SWOT ანალიზი.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მათ უკვე აქვთ პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების პრაქტიკა და ფონდების მოძიებაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ტრენინგზე მოხდა კონკრეტული პრობლემების არჩევა და ამ მიმართულებით პროექტების გაწერა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ინფორმაცია რეფერალურ სუბიექტებზე - ვორკშოპები ქალებთან

 

ვორკშოპის მონაწილებმა ისაუბრეს კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ და მის მნიშვნელობაზე.

როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, ვინ შედის რეფერალურ სუბიექტებში, როგორ განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას კანონი - ამ საკითხებზე მოისმინეს ინფორმაციები ვორკშოპის მონაწილე ქალებმა.

მათი აზრით, ნებისმიერი ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და დროულად ჩაერიოს ოჯახურ კონფლიქტებში, რადგან ამ დროს მაღალია იმის ალბათობა, რომ ქალი  ძალადობის მსხვერპლი გახდეს.

დისკუსიისას, რეფერალურ სუბიექტებზე საუბრისას განსაკუთრებით სკოლის დატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი. როგორც აღნიშნეს, სკოლა ერთ-ერთი სერიოზული რგოლია, რომელიც ძალადობის პრევენციაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

ვორკშოპები   ჩატარდა ჯგუფებთან ქუთაისში,  სენაკში, წყალტუბოში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი პატარებისთვის ჰარმონიულ გარემოზე ზრუნავს

    

საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა მინი-პროექტი „ჰარმონიული გარემო პატარებისთვის“. ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების და საკრებულოს წარმომადგენლებთან. შემდეგ კი ორი ტრენინგი, რომელთაც ესწრებოდნენ 15 საბავშვო ბაღის პედაგოგები და გამგეები, ბაღების გაერთიანების და მერიის წარმომადგენლები.

ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს გენდერულ სტერეოტიპებზე და ძალადობის პრობლემებზე, მათი გადაჭრის ხერხებზე. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ბაგა-ბაღში შეიქმნა „საკომუნიკაციო დაფა“. დაფის მეშვეობით მშობელს შეუძლია, ანონიმურად დააფიქსიროს თავისი აზრი და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება რეაგირება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდებთან ჩატარებული ვორკშოპები

  

 

როგორ ვმართოთ კონფლიქტები ოჯახში, როგორ ავარიდოთ მოზარდები აგრესიას - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი ახალგაზრდებმა ხონში,  ფოთსა და კოკში ჩატარებულ (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ვორკშოპებზე. ისინი თვლიან, რომ  სკოლები ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ერიდებიან პასუხისმგებლობას. რადგან ხშირ შემთხვევაში არ იციან, რა აქტივობები უნდა ჩაატარონ ძალადობის პრევენციისათვის.

სამართლებრივად ვის ევალება მუშაობა ძალადობის პრევენციისთვის, ვინ არიან რეფერალური მექანიზმის სუბიექტები - ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ამ თემაზე. მათი მოსაზრებით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ პრობლემის დაფარვა და იგნორირება არ არის გამოსავალი, პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ ძალადობის მასშტაბებზე, რომ ყველამ გააცნობიეროს მისი ნეგატიური შედეგები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მინიპროექტი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის

დასრულდა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მინიპროექტი, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

დასაწყისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის მერიის თორმეტივე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან. ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა მათ გააცნო კამპანიის მნიშვნელობა, ფონდი „სოხუმის“ საქმიანობა ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებისთვის და თვითმმართველობების გაზრდილი პასუხისმგებლობა ამ საქმეში. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები.

8 დეკემბერს ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მერიის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ ტრენინგზე „ოჯახში ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დახმარება; თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები“. ტრენინგის ბოლოს შემუშავდა რეკომენდაციები.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები