ქალთა მხარდაჭერის ცენტრების პროექტები - კამპანიის დღეებში

ფონდმა „სოხუმმა“ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისათვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მთავარი მიმართულებაა - ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა.

პრიორიტეტი მიენიჭა პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, მუშაობას დევნილებთან, ახალგაზრდებთან, ძალადობის პრევენციას.

20 ოქტომბერს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები, რომლებიც შეფასდება ჟიურის მიერ, შეტანილ იქნება გარკვეული კორექტივები და განხორციელდება საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კლინიკა „უნიქალ მედი“ - ფოთში

გრძელდება ფონდი „სოხუმის“და ქუთაისის მულტიპროფილურ კლინიკა „უნიქალ მედის“ ერთობლივი აქციები - უფასო სამედიცინო კონსულტაცია/კვლევები. აქციები უკვე ჩატარდა წყალტუბოსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამჯერად კლინიკის პერსონალი ფოთში ჩავიდა. აქცია დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გაიმართა და მასში აფხაზეთიდან დევნილმა ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციას ორგანიზება გაუკეთა ფონდი „სოხუმის“ ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა. აქციის შესახებ სიუჟეტი მოამზადა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

4 შეხვედრა ფსიქოლოგთან ერთ თემაზე - მსხვერპლის კომპლექსი

     

ფოთის, ქუთაისის, ხონის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მორიგი ფსიქოლოგიური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს.

საუბრისთვის შეთავაზებული იყო აქტუალური თემა - მსხვერპლის კომპლექსი, მიზეზები, გამოვლენა და მისი დაძლევა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

როგორც აღინიშნა, არიან ადამიანები, რომლებიც, კეთილდღეობის მიუხედავად, თავს უბედურად გრძნობენ. თითქოს ყველაფერი აქვთ - ოჯახი, შვილები, სამსახური, მაგრამ მუდმივად წუწუნებენ და ბედს ემდურიან. არიან ადამიანები, რომლებიც იზიდავენ უსიამოვნებებს. ასეთ ადამიანებს მსხვერპლის კომპლექსი აერთიანებთ. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა  მონაწილეებთან მნიშვნელოვანი მუშაობა ჩაატარა ამ კომპლექსის დაძლევის მიზნით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ახალგაზრდების ჯგუფთან

  

პიროვნული ფასეულობები და მათი კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან - ამ თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია ახალგაზრდებთან გამართულ ვორკშოპებზე ხონში, ფოთსა და კოკში.

ახალგაზრდების მოსაზრებები ასეთი იყო:

- პიროვნული ფასეულობები ყოველთვის განსხვავებულია ადამიანებში. რაც არ უნდა ძველმოდური იყოს, ოჯახური ტრადიციები ჩემთვის მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, ჩემი საცოლე როგორი ოჯახიდან არის. მე ასეთი ვარ და ასეთად დავრჩები.

- არ მომწონს, როცა გოგონები რეგიონებიდან თბილისში ჩადიან და, ვითომ „თავისუფლები“, საკუთარ მეს ივიწყებენ და ბოიფრენდებს იჩენენ. საკუთარი იდენტობა ყველგან უნდა შევინარჩუნოთ.   

- ოჯახში თუ ერთმანეთის ფასეულობებს პატივს არ სცემენ, მუდამ იქნება კონფლიქტი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან

  

მენტალიტეტი, პიროვნული ფასეულობები და ღირებულებები რა კავშირშია ოჯახურ კონფლიქტებთან, რამდენად შესაძლებელია ასეთი კონფლიქტების მართვა - ამ თემაზე გაიმართა ვორკშოპები ქალთა ჯგუფებთან ქუთაისში, წყალტუბოსა და სენაკში.

მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს, რას ნიშნავს მათთვის იდენტობა და საკუთარი ისტორიების განხილვით  ჩაერთნენ დისკუსიაში.

- მე სოფელში ვცხოვრობ, ვთვლი, რომ მდიდარი ოჯახი მაქვს. მყავს ბევრი ძროხა, ქათმები. არ მაკლია საჭმელ-სასმელი. ეს ჩემთვის ფასეული და ღირებულია. სამი ბიჭი მყავს. რძალმა რომ გამომიცხადოს, ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და არც მაინტერესებსო, კონფლიქტი გარდაუვალია.

- არ მიყვარს, ქალი რომ სიგარეტს ეწევა. ჩემს ოჯახში სხვა ფასეულობები არსებობს.  თუ ვინმე ამ მენტალიტეტს დაარღვევს, ბუნებრივია. კონფლიქტი შეიქმნება.

ასეთი იყო  ვორკშოპის მონაწილე ქალების აზრი. მიაჩნიათ, რომ კონფლიქტების თავიდან აცილება თუ გვინდა, აუცილებელია პატივი ვცეთ სხვა ადამიანების ღირებულებებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები