წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი დასრულდა

„ცოდნით - ძალადობის წინააღმდეგ“ - ასე ჰქვია მინი-პროექტს, რომელიც წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა განახორციელა.

პროექტის მიხედვით, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრების თემა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის კუთხით. შეკრებილებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და მისი ერთ-ერთი რგოლის - წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ. დაურიგდათ საინფორმაციო მასალები.

5 დეკემბერს კი წყალტუბოს მერიის სააქტო დარბაზში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა დასკვნითი ტრენინგი ძალადობის პრევენციის საკითხებზე. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთაც უახლოეს მომავალში განახორციელებენ სხვადასხვა სოფელში. ტრენინგის შესახებ მომზადდა და ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერით გადაიცა ტელესიუჟეტი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –

Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისში დევნილებთან

  

მსხვერპლის კომპლექსი - ამ თემაზე მსჯელობდნენ შეხვედრებზე. ქუთაისში,  დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში გაიმართა 9 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან და 4 ინდივიდუალური კონსულტაცია. დაესწრო 63 ბენეფიციარი.

შეხვედრებზე განხილულ იქნა მსხვერპლის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები: მიზეზები, ფსიქოსომატიკა. აღინიშნა, რომ ამ მდგომარეობას თვითგანადგურებისკენ მიყავს ადამიანი. ვისაც ჰგონია, რომ გარემოების, სიტუაციის მსხვერპლია, ის თავს ითავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ამ სიტუაციაში. ეს სილაჩრის, ანგარების და არასრულფასოვნების კომპლექსის საფარია.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან

 

ოქტომბერში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების და თვითმმართველობის წარმომადგენლებს - საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის უფროსს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს, სოფლის გამგებლებს.

შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაცნობა და შემდგომში მათი გავრცელება სამობილიზაციო შეხვედრებზე, რათა მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული ადგილობრივი პროგრამების შესახებ, გამოიყენოს საჭიროების მიხედვით და მოაგვაროს თავისი პრობლემები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები

 

ქუთაისი, ხონი, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - ეს ის ადგილებია, სადაც იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ამ პრობლემის სამართლებრვი მხარეზე, მხარდაჭერისა და დაცვის საკითხებზე. ამას გარდა, მონაწილეები სტამბულის კონვენციასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების პაკეტს. ინდივიდუალურ კონსულტაციებზე განხილული იყო სხვა საკითხებიც - ქონებრივი უფლება-მოვალეობები, განქორწინება.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა თემები სამობილიზაციო შეხვედრებზე

     

გოგონათა საერთაშორისო დღე, სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე - ამ თარიღებთან დაკავშირებით გაიმართა საუბრები ოქტომბრის სამობილიზაციო შეხვედრებზე. იყო ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც აინტერესებთ შეხვედრების მონაწილეებს - ძალადობის პრევენცია, ადგილობრივი სახელმწიფო პროგრამები, სოციალურ პრობლემათა ადვოკატირება.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა 33 შეხვედრა ჩაატარეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებშიც. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები