ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი სოფლებში ჰიგიენური კულტურის ამაღლებას ცდილობს

  

 

საინტერესო მინი-პროექტი განახორციელა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა სამ სოფელში: გოჩა ჯიხაიშში, დიდ კუხსა და ნახახულევში. პროექტი „სანიტარულ-ჰიგიენური კულტურა - ჰარმონიული ოჯახის საწინდარი“ მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ექიმთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ მხოლოდ ქალები (25 წლიდან), რადგან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების აუცილებლობისა და სეზონური პრობლემების (გაციება, გრიპი) გარდა აქცენტი გაკეთდა სკრინინგის პოპულარიზაციაზე (საშვილოსნოს ყელის და ძუძუს),  რადგან ბევრმა არ იცის, რომ უფასოა და თან ასე ახლოს, ქუთაისში.

სოფლად მცხოვრებ ქალებს არა აქვთ მსგავსი შეხვედრების ფუფუნება და მათი აზრით, ეს  იყო გამორჩეული პროექტი, ექიმის მიერ მოწოდებული საინტერესო თემებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - ქალთა უფლებების თეატრალიზება

  

  

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა დაასრულა მუშაობა მინი-პროექტზე „თეატრალიზებული ქალთა უფლებები“, რომელიც მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. პროექტი განხორციელდა სამ სოფელში: ახალსოფელში,  თეკლათსა და ნოსირში. ამას წინ უძღოდა შეხვედრები სოფლის რწმუნებულებთან და მაჟორიტარებთან. რაც მთავარია, მუშაობა რეჟისორთან და მსახიობებთან, რომელთაც დადგეს სცენები ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. ჩვენებებს ახლდა აქტიური დისკუსიები. თეატრის ენით ნათქვამი სიმართლე იყო ძალიან ეფექტური, გასაგები და შთამბეჭდავი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ იურისტების შეხვედრები ნოემბერში

 

  

ნოემბრის შეხვედრები დაემთხვა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ამიტომაც,  რა თქმა უნდა, საუბრის და განსჯის ძირითადი თემა იყო ძალადობა ოჯახში და ძალადობა ქალთა მიმართ. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთის, სენაკის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ჩატარებული იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების მონაწილეები საუბრობდნენ ძალადობის მიზეზებზე, დამცავ მექანიზმებზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, მოჰყავდათ კონკრეტული მაგალითები, სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ კომპეტენტურ პასუხებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

არა - ძალადობას! – ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი

 

 

   

დიდი სტუმრიანობა იყო ფონდი „სოხუმის“ ოფისში 1 დეკემბერს. ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა ქუთაისში ჩამოიყვანეს ქალები ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან. ისინი გაეცნენ ორგანიზაციას, რომელიც ყოველთიურად ჩადის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში და ხელს უწყობს ქალებს გააქტიურებაში, ეხმარება ფსიქოლოგიური თუ იურიდიული პრობლემების მოგვარებაში. იმ დღეს მათთვის ჩატარდა გასვლითი ვორკშოპი-ექსკურსია. დაათვალიერეს ბაგრატის ტაძარი, გელათი და მოწამეთა.

ეს იყო ნაწილი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის  მინი-პროექტის „არა ძალადობას!“. პროექტში ჩაერთო 4 სოფელში (კოკი, ხურჩა, ორსანტია, ახალკახათი) მცხოვრები ქალები რისკ ფაქტორის მქონე ოჯახებიდან, ადგილობრივი მთავრობა, სკოლის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ბუკლეტი, რომელიც დაურიგდა შეხვედრების მონაწილეებს ოთხივე სოფელში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

      

ოჯახური ცხოვრება - ეს ორი ადამიანის ყოველდღიური მუშაობაა ჰარმონიული ურთიერთობების მისაღწევად. როგორ ავაწყოთ ჰარმონიული ურთიერთობები  ოჯახში - ამ თემაზე გაიმართა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ფსიქოლოგის რჩევა:

ურთიერთობები უნდა აიგოს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით: უსმინეთ ერთმანეთს.  ყოველთვის მოუყევით ერთმანეთს განვლილი დღის შესახებ. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვებსაც. არ იჩხუბოთ წვრილმანებზე. არ გამოიტანოთ განსახილველად ყველა პრობლემა. ხშირად მოეხვიეთ ერთმანეთს. ტრადიციად აქციეთ ოჯახური დასვენება უქმეებში და შვებულებებზე. ეს დაგაახლოებთ და დაგეხმარებათ ჰარმონიული ურთიერთობების აგებაში.

ამ ძირითადი თემის გარდა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.

           პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები