ქალთა მხარდაჭერის ცენტრები პროექტებზე იწყებენ მუშაობას

1 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორთა ის ნაწილი შეიკრიბა, რომელიც პროექტებზე იმუშავებს. შეკრებილებმა ისაუბრეს წელს განსახორციელებელ პროექტებზე, მცირე საგრანტო კონკურსის მიმართულებებზე.

უკვე წარმოდგენილია 11 საპროექტო იდეა, დაფინანსებისათვის შეირჩა 5 პროექტი. პროექტები განხორციელდება წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მობილიზატორთა პირველი შეხვედრა

   

ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ 9 მუნიციპალიტეტის  (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, თერჯოლა, ოზურგეთი, ლანჩხუთი) წარმომადგენლები - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. ის ადამიანები, რომლებიც მობილიზებას და ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს.

ისინი გაეცნენ პროექტს „ქალთა უფლებების გაძლიერება“, მის მიზნებს, სამუშაო კონცეფციას, დაგეგმილ ღონისძიებებს.

ყოველ მათგანს სამუშაო განწყობა აქვს, რადგან ეს მუშაობა ხელს შეუწყობს თანაკუთხელი ქალებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ექვსს პლუს სამი ქალაქი - ფონდის არეალში

2018 წლის 10 იანვრიდან დაიწყო ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტი „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ეს არის ქალთა უფლებების კუთხით ფონდის მრავალწლიანი მუშაობის გაგრძელება.

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს ქალთა მხარდაჭერის 6 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი).

იანვრიდან მათ დაემატა კიდევ სამი ქალაქი - თერჯოლა,  ოზურგეთი, ლანჩხუთი, სადაც შეიქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები.

დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა ძალადობის მსხვერპლთა და კრიზისული ოჯახების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციისათვის, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა თვითმმართველობებთან.

პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სარეაბილიტაციო  ცენტრის გახსნა და ძალადობის მსხვერპლთა განთავსება (კრიზისული პერიოდის განმავლობაში). ცენტრში ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგ-სემინარი ძალადობის მსხვერპლთათვის და კრიზისული ოჯახების წარმომადგენლებისათვის; შეთავაზებული იქნება პროფესიული კურსები;  მოხდება მათი დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში ასევე იმუშავებს ოჯახში ძალადობის კანონის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან ჩატარებული  ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუების და ანკეტირების მეშვეობით მოამზადებს   რეკომენდაციათა პაკეტს.

პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალთა უფლებების გაძლიერებას და გენდერული ძალადობის პრევენციას დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში.

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების პროექტები

ფონდმა „სოხუმმა“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისათვის გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი. მთავარი მიმართულებაა - ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა.

ცენტრებმა წარმოადგინეს 11 საპროექტო იდეა. დაფინანსებისთვის შეირჩა 5 პროექტი:

ქალაქ წყალტუბოს საბავშვო და ბაგა-ბაღების პედაგოგების, აღმზრდელებისა და აღსაზრდელთა მშობლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება გენდერისა და ძალადობის საკითხზე. 

ხონის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებთან მუშაობა კონფლიქტის მოგვარების და ბულინგის პრევენციის კუთხით.

სენაკის მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლების ჩართვა ოჯახური კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალების ინფორმირება ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ძალადობის ამოცნობისა და შესაბამის რეაგირებაზე.

წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)  ქალთა მხარდაჭერის ცენტრები პროექტებს თებერვლიდან განახორციელებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ცხოვრებისეულ სიძნელეებზე - ფსიქოლოგიურ შეხვედრებზე

       

ცხოვრებისეული სიძნელეები არის წინააღმდეგობა მიზნის მიღწევის გზაზე და საჭიროა დიდი ძალისხმევა მათი დაძლევისათვის. ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ამ აქტუალურ საკითხებზე ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ფოთის, ხონის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.  შეხვედრებს ესწრებოდნენ 26-დან 65 წლამდე ასაკის ქალები.

მათ გაიგეს, რომ სიძნელეები უჩვეულო გარემოებებში ჩნდება, როდესაც მოსაგვარებელია არასტანდარტული და ამიტომაც რთული ამოცანები, რომელთაც ხშირად პრობლემებს ვეძახით. ფსიქოლოგმა რჩევები მისცა ქალებს და მათგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარია: დარწმუნებული იყავით, რომ ეს დროებითი მოვლენაა. არაფერი გრძელდება მუდმივად, მათ შორის - სიძნელეები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები