ფსიქოლოგისა და იურისტის შეხვედრა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

   
მონაწილეთა რაოდენობა: 10 ქალი 22-დან 60 წლამდე.
პირველად მონაწილეობდა: 7 ადამიანი.
ფსიქოლოგის საუბრის თემა: აგრესია, მისი ფორმები, სახეები და მიზეზები.
იურისტის საუბრის თემა: შესწორებები კანონში ძალადობის წინააღმდეგ.
თემები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. აგრესია არის გზა ძალადობისკენ. და -კანონი, რომელიც 2006 წელს მიიღეს, ჯერაც განიცდის ცვლილებებს და კიდევ ვერ გახდა მძლავრი მექანიზმი ძალადობის წინააღმდეგ.
მონაწილეები ერთხმად ამბობდნენ, რომ ჩვენი საზოგადოება აგრესიულია. რომ სისასტიკე, ღვარძლი, თავხედობა, შური, ბოროტება, ყვირილი - ჩვენი ურთიერთობის სიმპტომებია. რისი შეცვლაა შესაძლებელი? როგორ? რისი გაკეთება შეუძლიათ ქალებს? - სწორედ ამაზე საუბრობდნენ ფსიქოლოგისა და იურისტის შეხვედრაზე სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.
ქალებმა არა მარტო ახალი ინფორმაცია მიიღეს, არამედ პრაქტიკული რჩევებიც და პასუხებიც მათთვის საინტერესო კითხვებზე.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ იურისტი - „ხვამლში“

3 ნოემბერს ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, სასტუმრო „ხვამლის“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან. მათ მიიღეს კონსულტაცია საცხოვრებელი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის პრობლემის, მისი აღკვეთის მექანიზმებისა  და პრევენციის შესახებ.
ამას გარდა, ისინი გაეცნენ ანდერძთან დაკავშირებულ საკითხებს (კანონით მემკვიდრეობა, ანდერძით მემკვიდრეობა, შინაურული ანდერძი, დახურული ანდერძი, სავალდებულო წილი და სხვ.).
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

იურიდიული კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურები, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის წესები. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემებს. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტთან შეხვედრები პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს

 
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად რამდენიმე პრობლემა უკვე მოგვარდა. ჩანჩიბაძისა და ნიკოლაძის ქუჩაზე დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიგო  ასფალტის საფარი.
ამჯერად იურისტი შეხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს მცხოვრებლებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაღმა დვაბზუს მიმართულებით მიმავალი გზა ამორტიზირებულია. ასევე სკოლის მიმდებარე გზაზე უნდა გაკეთდეს  შემაფერხებელი  ბარიერი, რომელიც მძღოლებს აიძულებს გზის ამ მონაკვეთში ნელა იარონ.
შეხვედრაზე გაიცა სამოქალაქო, სოციალური და  ადმინისტრაციული სამართლის სახის კონსულტაციები.  
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრები იურისტთან

  
1-დან 15 ოქტომბრამდე ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 6 ცენტრში გაიმართა საინფორმაციო ჯგუფური შეხვედრები, რომელთაც ესწრებოდა 43 ქალი 22-დან 68 წლამდე. მონაწილეობდა აგრეთვე სამი ადგილობრივი ქალბატონი. შეხვედრას პირველად დაესწრო 5 ადამიანი.
ბენეფიციარებთან საუბრის ძირითადი თემები იყო: ინფორმაციის მიღება მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებზე, მეუღლეთა თანასწორობა ერთობლივი საოჯახო საკითხების გადაჭრისას, მეუღლეთა საკუთრებები. ქალებმა შეხვედრებზე დასვეს  ალიმენტების გაცემის, კომუნალური საკუთრების და ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებების დადების საკითხები. ყველა მათგანზე მათ მიიღეს დეტალური პასუხი.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები