საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის 6 კოლექტიურ ცენტრში

 
ივნისში ქუთაისის 6 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა. ესწრებოდა 56 ადამიანი.
მთავარი თემა იყო კანონი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დადგენის პროცედურები. მათ მიეწოდა ინფორმაცია სხვადასხვა კანონის, სამართლებრივი აქტის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ, რომელიც მათი საჭიროებებიდან გამომდინარეობდა. გაიცა კონსულტაციები საჯარო ინფორმაციის, სამეზობლო ურთიერთობების, განქორწინების, ალიმენტის დანიშვნის შესახებ და სხვა საკითხებზე.
 
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

7 ფსიქოლოგიური შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებში

   
ივნისში ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 7 საინფორმაციო-საკონსულტაციო ფსიქოლოგიური შეხვედრა. ესწრებოდა 20-დან 68 წლამდე ასაკის 56 ქალი. გაიმართა ინდივიდუალური თერაპიის ხუთი სეანსი ქალებისა და ბავშვების სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.
საუბრის ძირითადი თემა იყო „საკუთარი თავის და სხვების გაგება“.
-ურთიერთობა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თითქოს ელემენტარული უნარია, მაგრამ ბევრს არ შეუძლია კონტაქტის დამყარება ადამიანებთან, არ ყოფნის ტოლერანტობა და ყველა კონფლიქტი ამ ნიადაგზე ხდება. ამიტომაც საჭიროა ურთიერთობის უნარის განვითარება - აღინიშნა შეხვედრებზე და მონაწილეებმა სწორედ ამ კუთხით იმუშავეს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული საჭიროებების კვლევა ოზურგეთში

დასრულდა კვლევა, რომელიც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გამოვლენის მიზნით. ამ ეტაპზე კვლევამ მოიცვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები.
გაიმართა 4 ფოკუს-ჯგუფი და 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ. გამოიკითხა 200 ადამიანი. ჯგუფების შერჩევა მოხდა ადგილობრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგებთან, სოფლის რწმუნებულებთან, ახალგაზრდებთან, დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალბატონებთან.
ჩაღრმავებული ინტერვიუს რესპონდენტებად შერჩეულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, ასევე ექსპერტები ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროდან. გამოკითხვა ჩატარდა დევნილებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, სოციალურად დაუცველ ქალბატონებთან და ახალგაზრდებთან.
კვლევის ანგარიშების ანალიზის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისათვის წარსადგენად, რათა 2016 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად  იქნეს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

იურისტი და ფსიქოლოგი დღის ცენტრში

  
 
15 ივნისს ფონდი „სოხუმის“ იურისტი და ფსიქოლოგი შეხვდნენ ქუთაისის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს და მათ პედაგოგებს. სულ ესწრებოდა 12 ადამიანი. ბენეფიციარებმა ისაუბრეს თავიანთ საჭიროებებზე. გამოთქვეს სურვილი, რომ იყვნენ დასაქმულები და ჩართულები ქალაქის ცხოვრებაში. მათ სტუმრებს სიამაყით დაათვალიერებინეს ხელნაკეთობები (ნაქარგები, ნახატები, სამკაულები).
ფსიქოლოგმა ჩაატარა არტთერაპიის პირველი კურსი და ინდივიდუალური კონსულტაცია. იურისტმა კი გასცა ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის კანონის შესახებ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

 
ივნისში გაიმართა ჯგუფური შეხვედრები სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ესწრებოდა 21 ადამიანი   28-დან 65 წლამდე.
ფსიქოლოგის კონსულტაციები ეხებოდა პრობლემურ საკითხებს: დედის ურთიერთობა ჰიპერაქტიურ ვაჟთან, ემოციების კონტროლი, დაძაბულობა ოჯახში მცხოვრებ ორ რძალს შორის, აყვანილი გოგონა.
მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა საუბრის თემა „როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს“. შეხვედრისთვის მომზადდა ტესტი „როგორ განვავითაროთ ადამიანების გაგების ნიჭი“, დასარიგებელი მასალა „ურთიერთობის 12 წესი“ და რჩევები, რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს.
მონაწილეებმა გააცნობიერეს, რომ საკუთარი თავის და სხვების გაგება ხელს უწყობს პიროვნებათშორისი კონფლიქტების მოგვარებას და ოჯახში ძალადობის პრევენციას.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები