კიდევ ერთი ეტაპი დაასრულეს ხონისა და თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის კუთხით. საამისოდ გაიმართა ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები და 4-4 ფოკუს ჯგუფი.
მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ:
ხონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები: დევნილთა საინიაციატივო ჯგუფი და განათლებისა და განვითარების ცენტრ „ედელვაისი“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციები: ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“და „ქალები საქართველოს მომავლისთვის“.
ყველა ორგანიზაციამ მოიწვია სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები, იყო ნაყოფიერი, საინტერესო შეხვედრები: ონლაინ რეჟიმშიც და უშუალო დასწრებითაც - მიუხედავად რთული ვითარებისა. ამასთანავე გაკეთდა აუდიომასალები, ანგარიშები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით