ფონდი „სოხუმის“ მონიტორთა ჯგუფი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.
გეგმის შესაბამისად, აპრილში ფოკუსირება მოხდა შემდეგ საკითხებზე - მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამები; სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება.
მაისში კი მონიტორინგის ჯგუფმა ცვლილებები შეიტანა სამოქმედო გეგმაში და იმუშავა იმაზე, რა გავლენა იქონია COVID 19-მა ძალადობის მსხვერპლზე, რა პრობლემები გამოიკვეთა იზოლაციისა და კარანტინის პერიოდში.
სწრაფი მოკვლევის პროცესში გამოიკითხნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, აქტივისტები, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად მომზადდა პუბლიკაცია „COVID-19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.