მრგვალი მაგიდა ბათუმში

  
22 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები.
გენდერულმა საბჭომ საქმიანობის ორი წლის პრეზენტაცია წარმოადგინა და თვითმმართველობას და ფონდ „სოხუმს“ კონტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ითქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, საბჭოს წევრები ჩვეული რეჟიმით გააგრძელებენ საქმიანობას და ეცდებიან, უპასუხონ გენდერული პრობლემატიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს.
საბჭომ შეხვედრის მონაწილეებს  ჩატარებული კვლევების შედეგები გააცნო და ის მთავარი პრობლემები დაასახელა, რომლებიც საქმიანობის დროს გამოიკვეთა. მოხდა  აზრთა გაცვლა  წარმოდგენილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გაჟღერდა საბჭოს წევრების სურვილი, საზოგადოებასთან კონსესუსით მოხდეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და საკრებულოსთვის წარდგენა.
ითქვა, რომ იწყება მუშაობა საბიუჯეტო პროგრამებზე, ამიტომ დადგა შესაფერისი დრო ყველაზე აქტუალური საკითხების ლობირებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები