ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბა. მონაწილეებმა შესწორებები შეიტანეს და საბოლოოდ დაამტკიცეს ქუთაისის გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაციის გეგმა, რომელიც მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა აისახოს. შესწორებების ძირითადი ნაწილი რამდენიმე ინიციატივას და ფინანსურ მხარეს შეეხო.
შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოეწყოს შეხვედრები ვიცე-მერთან და იმ ჯგუფებთან, რომლებიც მერიის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობენ.
საბჭოს შემადგენლობიდან გამოიყო სპეციალური ჯგუფები, რომლებიც შეხვედრა- კონსულტაციებს გააგრძელებენ როგორც საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლებთან, რათა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასახული გენდერული ასპექტები ადგილობრივ ბიუჯეტში გამოჩნდეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით