ტრენინგი დაინტერესებული ჯგუფებისთვის

1 2 3 4

„როგორ დავარეგისტრიროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია“ - ამ თემაზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი დაინტერესებული ჯგუფებისათვის, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დარეგისტირირება სურთ.

მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე - იურიდიული პირი, რეგისტრირებული და არარეგისტრირებული იურიდიული პირები; არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის სახელწოდება, ხელმძღვანელობა, წარმომადგენლობა, საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; რეგისტრაციის წესი, რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია, სავალდებულო მოთხოვნები; რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ტრენინგი ლობირების თემაზე

1 2 3

ლობირების თემაზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაო საზოგადოების ფორუმისა და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. ელისაბედ სოფრომაძემ, რომელმაც ონლაინ რეჟიმში ჩაატარა ტრენინგი, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ლობისტური საქმიანობის რეგულირებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის საკითხებს. ტრენინგი ინტერაქტიურ ხასიათს ატარებდა. მონაწილეებმა სასარგებლო ცოდნა შეიძინეს ლობირების მიზნებისა და ფორმების შესახებ, რაც გამოყენებული იქნება პროექტის მიზნების მისაღწევად. ონლაინ ტრენინგს ორგანიზება გაუკეთა პროექტის ერთ-ერთმა პარტნიორმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პანდემიაზე რეაგირების მექანიზმები ადგილობრივ დონეზე - მრგვალი მაგიდა

1

  2 3

ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით Zoom-ის პლატფორმაზე მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრა გაიმართა თემაზე „კონფლქიტების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე საპასუხოდ - სათემო ლიდერების როლი კრიზისზე რეაგირების პროცესში". 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი,  წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები: ვიცემერები, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის და ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ასევე თემის ლიდერები, ფონდი „სოხუმის“ მოდერატორები.

- რა გამოწვევები შეიქმნა პანდემიის შედეგად, როგორ პასუხობს ადგილობრივი  თვითმმართველობა, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს ადგილობრივ დონეზე და რამდენად იცნობენ მოქალაქეები ამ პროგრამებს - ფოკუსირება, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული კვლევის შედეგებზე და ტენდენციებზე. მუნიციპალიტეტებს შორის ინფორმაციის გაცვლამ საინტერესო გარემო შექმნა დებატებისთვის. გამოიკვეთა მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით  სათემო ლიდერების  გააქტიურების აუცილებლობა.

მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა - თეორია და პრაქტიკა “ ფარგლებში და ამ აქტივობით მონაწილეთა ჯგუფი შეუერთდა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის ონლაინ შეხვედრა

1 2 3

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ  პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების და სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები. განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფების საქმიანობის საკითხი. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღსანიშნავია ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა, რომელსაც არ იშურებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები საჯარო მმართველობის განვითარებისათვის ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც  პროექტი ხორციელდება.

ფორუმის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმაზე გაიმართა. ორგანიზატორი: პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი - იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა გურიის და აჭარის მუნიციპალიტეტებთან

1 2 3 4

ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა.

აღინიშნა კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის საპასუხო ღონისძიებების საჭიროება, მათ შორის გენდერული ბიუჯეტირება, პროგრამების შეფასება.

ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევები: პანდემიით გამოწვეული პრობლემები, ძალადობის მსხვერპლთა და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა კოვიდ-19-ის პირობებში, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სამხარეო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან როლს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციის კუთხით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები