ხონის ორი ორგანიზაციის ანგარიში - ონლაინ ჩართვაზე

1 2

ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და განვითარებისა და განათლების ცენტრი „ედელვაისი“ –  ხონის სამოქალაქო საზოგადოების ამ ორი ორგანიზაციის მონაწილეობით გაიმართა საკონსულტაციო ონლაინ ჩართვა. შეხვედრაზე  წარმოდგენილი იყო საბოლოო ანგარიში ჩატარებული სამუშაოების და ორგანიზაციების მინი პროექტების შესახებ.

ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ახალი ორგანიზაციის შექმნაზეც - ეს პროექტის ახალი ინიციატივაა. არის შემოთავაზება, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდეს ახალ სსო-დ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ონლაინ შეხვედრა თერჯოლის ორგანიზაციებთან

1 2

კოვიდ-19-ის გამწვავებამ ისევ შეცვალა სიტუაცია, ამიტომაც თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრა ონლაინ  ჩატარდა.

შეხვედრაში მონაწილეობდა ორი ორგანიზაცია: ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და „ქალები საქართველოს მომავლისთვის“. სსო-ების წევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მინიპროექტებზე, მათ ეფექტიანობაზე, თვითმმართველობის მაქსიმალურ ჩართულობზე სხვადასხვა აქტივობაში.

განხილულ იქნა ახალი ორგანიზაციის შექმნის საკითხიც. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ვერსია.


პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ახალი გამოწვევები COVID-19-ის პირობებში - შეხვედრა ოზურგეთში

1COVID-19 პირობებში როგორ მიმდინარეობს პროექტი? როგორ უპასუხებენ ახალ გამოწვევებს პროექტის მონაწილეები? რა არის დაგეგმილი სამომავლოდ? ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს ოზურგეთში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე პროექტში ჩართული ორგანიზაციების წევრებმა.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ოზურგეთში კი პროექტს  ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ორი ორგანიზაცია -  „განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საპროექტო გუნდის შეხვედრა ოზურგეთის სამუშაო ჯგუფთან

1 2 3

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მონაწილეობით  განხორციელდა  მესამე შეხვედრა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელ გუნდსა („განათლებისა და თანასწორობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“)  და ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის.

შეხვედრაზე  ისაუბრეს  სამუშაო ჯგუფის  მიერ შემუშვებული სტრატეგიული გეგმის  დეტალების, ოზურგეთის საკრებულოში აღნიშნული გეგმის წარდგენისა და დამტკიცების შესახებ.  ჯგუფის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, მიიღონ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში სხვა მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო  ჯგუფების საქმიანობის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი შეხვედრა

1გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა განიხილეს მიმდინარე საპროექტო საკითხები, შეაჯამეს განხორციელებული ღონისძიებები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები