სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში ჩატარდა მეორე ტრენინგი - ამჯერად სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებისათვის.
მონაწილეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ, განხილული იყო აქტუალური საკითხები: გენდერული ძალადობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების საქმეში, გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტები და გეგმები. ისაუბრეს გამოცდილებაზე, რაც საბჭოს წევრებს ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით დაუგროვდათ.