18 ოქტომბერს სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მესამე ტრენინგი გაიმართა .
პროექტის „ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ მიზანია სხვადასხვა რგოლის ინფორმირება და აქტიური ჩართვა პრევენციულ ღონისძიებებში.
მესამე ტრენინგს სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ესწრებოდა 25 მონაწილე - აიპის ხელმძღვანელები და საბავშვო ბაღების მენეჯერები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)