ბოლო, მეოთხე ტრენინგი გაიმართა სენაკის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“ ფარგლებში.
სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მერიის სამსახურის უფროსებმა და აპარატის თანამშრომლებმა - სულ ესწრებოდა 26 ადამიანი.
მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი იყო განხილული თემები და ისინი დიდი ინტერესით ჩაერთნენ მუშაობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)