კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები განიხილეს მეოთხე და მეხუთე ტრენინგ-გაკვეთილებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). მოსწავლეებმა ტრენერთან ერთად კონკრეტული სავარჯიშოები შეასრულეს და ადვილად გაიგეს იმ მიზეზების შესახებ, რომელთაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.
გაკვეთილები ჩატარდა მცირე პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის
„ქალები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით (სომხეთი)