საერთაშორისო ორგანიზაცია Kvinna till Kvinna-ს მხარდაჭერით ფონდი „სოხუმის“ ოფისში ოთხდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე „კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერული სისტემა“. მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისიდან წყალტუბოდან, ზუგდიდიდან. ტრენინგი ჩაატარა ესპანეთიდან მოწვეულმა ტრენერმა ფელიპ დაზა სიერამ.
- კონფლიქტების ადრეული რეაგირების სისტემების განსაზღვრა, შიდა და გარე ანალიზი. მონაცემების სისტემატიზაცია და გამოყენება. ადვოკატირება, საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობა, - თითოეული საკითხის განხილვა პრაქტიკული სავარჯიშოებით, კონკრეტული ქეისების განხილვით მიმდინარეობდა. ამან პროცესი საინტერესო და ეფექტური გახადა.
მონაწილეთა საერთო შეფასებით, ეს იყო საჭირო და აუცილებელი ტრენინგი. მიღებული ინფორმაციები თითოეული მათგანის პრაქტიკულ საქმიანობაში ჰპოვებს ასახვას, რაც კონფლიქტების ადრეული პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია.