ვორკშოპები სოფლებში

  
 
8-15 ივლისს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიციატივით ცენტრების მიმდინარე სოფლებში ჩატარდა ვორკშოპების ციკლი თემაზე „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
ვორკშოპების 73 მონაწილემ მიიღო ინფორმაციები გენდერის არსზე, ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, გენდერულ ძალადობაზე, მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები და იმსჯელეს პრევენციულ ზომებზე.
მონაწილეებმა ვორკშოპები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სოფლებში ნაკლებად არიან ქალები ინფორმირებულნი თავიანთ უფლებებზე და მსგავსი შეხვედრები  მნიშვნელოვანი მათთვის.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სოფლის გამგეობის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების და სკოლების პედაგოგები. ვორკშოპებზე განხილულმა თემებმა დააინტერესა მონაწილე მამაკაცები და ვაჟებიც.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები