ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო თანადაფინანსების პრინციპით მორიგ პროექტს ახორციელებს

  
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტი „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“ უკვე ამოქმედდა მერიის, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ფონდი „სოხუმის“ თანადაფინანსებით.
მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა გენდერული ბალანსი. ბანაკი ქობულეთში 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე იქნება. მასში 45 მონაწილეა ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად მიიღონ გენდერული განათლება, დაეუფლონ დისკუსიების წარმართვის უნარ-ჩვევებს, რათა შემდგომში აქტიურად გააგრძელონ დებატები თანატოლებთან თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნისათვის. 
პროგრამა მრავალფეროვანია: სპორტული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინფორმაციო. გენდერულ თემაზე ვორკშოპებს ატარებენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები და მოხალისე ლიდერები.
„მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“  ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მომზადებული მეორე პროექტია, რომელიც ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით ხორციელდება.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები