დასრულდა ქუთაისის გსს მიერ მომზადებული პროექტი „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“. რვადღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექვსი ვორკშოპი ჩაუტარდათ თემაზე „გენდერი, გენდერული თანასწორობა“. პროგრამა დატვირთული იყო საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. ბანაკს ესტუმრნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
აღნიშნული პროგრამა დაეხმარება მოზარდებს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უფრო მეტად დაინტერესდნენ გენდერული საკითხებით. ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები უკვე გამოიკვეთა. შეიქმნა აქტივისტთა ჯგუფი, რომელთა ინიციატივით ქუთაისის საჯარო სკოლებში შეიქმნება სადისკუსიო კლუბები და გაგრძელდება დისკუსიები გენდერის თემაზე. უკვე ბანაკში ყოფნის პერიოდში გამოჩნდნენ გოგონები, რომლებიც დაინტერესდნენ ე.წ. „მამაკაცური“ სპორტით: ძიუდო, მკლავჭიდი, რაც ხელს შეუწყობს სტერეოტიპების მსხვრევას და სპორტის ყველა სახეობაში თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრებას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით