ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო ქალაქის მე-17 ბიბლიოთეკაში. შეხვედრა მიზნად ისახავდა თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემათა ადვოკატირებისთვის.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი - ვლადიმერ ნაკაშიძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან ბათიაშვილი.
დისკუსია აქტიურად წარიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემა წამოჭრეს. მოისმინეს კომპეტენტური ინფორმაცია და იმ პროგრამებს გაეცნენ, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურული მიმართულებით ახორციელებს.