ინფორმაციები მიმდინარე პროექტზე, კვლევის შედეგების ანალიზის გაცნობა, ახალი პროექტის განხილვა - ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ამ საკითხებით მორიგი სხდომა გამართა.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან ვორკშოპების ციკლი ჩატარდა. რა გამოიკვეთა, როგორია სტუდენტთა ინფორმირება გენდერულ საკითხებზე, რა სახის საჭიროებები აქვთ და რა ტიპის რეკომენდაციებს გვთავაზობენ ახალგაზრდები - ეს საკითხები შეაფასეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც ვორკშოპებს ფასილიტაციას უწევდნენ.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს ასევე ინფორმაციები გენდერული კვლევის შედეგებზე, რომელიც მაისში ჩატარდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან. რეკომენდაციებზე მსჯელობა მომდევნო სხდომაზეც გაგრძელდება და გენდერული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნით დამთავრდება.
სხდომის დასასრულს, მონაწილეებმა ახალი პროექტის სამუშაო ვარიანტი განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს გენდერულ თემაზე სცენარის შექმნას თოჯინების თეატრისთვის.