ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა უფასო იურიდიული კონსულტაციები. ფოთში, სენაკსა და წყალტუბოში, ძირითადად, განიხილეს სოციალურად დაუცველთა უფლებები, სესხის ხელშეკრულება და მრავალშვილიან დედათა პროგრამები.
ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში საუბარი შეეხო ქორწინებას და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ქუთაისსა და ხონში იურიდიული საინფორმაციო შეხვედრების თემა იყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება. ბენეფიციარებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების არსზე და დაცვის გარანტიებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)