ჯგუფ „ქალთა ხმის“ მუშაობის შეფასება
„ქალთა ხმა“ ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფია - ერთ-ერთი აქტიური, მონდომებული და ძლიერი ჩვენს საპროექტო არეალში.
ჯგუფის მორიგი შეხვედრა ცოტა უჩვეულოდ წარიმართა. ეს იყო გაწეული მუშაობის, სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების შედეგების შეფასება.
შეფასების პროცესში ქალებმა ბევრი რამ გაიხსენეს, ბევრზე შეაჩერეს ყურადღება. მათ შორის იყო არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი:
როგორ გამოიყენეს ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა?
რა გამოადგათ სათემო ინიციატივის განხორციელებაში?
რა შეიცვალა თვითდახმარების ჯგუფის მუშაობის შედეგად?
ხომ არ მისცეს მოტივაცია სხვებს?
რა კუთხით უნდათ შესაძლებლობების გაძლიერება?
ამ საკითხებზე მუშაობა საინტერესოც იყო, სახალისოც და შედეგიანიც - ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქალების აქტიურობას ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია თემისთვის.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/16209-2026-02-24-21-46-47#sigProIda6f1864fe6
