„თემის ძალის“ მუშაობის შედეგები
თებერვლის მორიგი შეხვედრა შედგა ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე.
თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა სახელი თემს დაუკავშირეს და „თემის ძალა“ დაირქვეს.
სამოქალაქო ინიციატივაც დევნილთა თემის საჭიროებების მიხედვით განახორციელეს.
პროექტი დასასრულისკენ მიდის და ჯგუფის წევრებმა გულახდილად უპასუხეს ტელეფონებში ჩამოტვირთულ ონლაინ კითხვარს. ერთმანეთს ახსენებდნენ აქტივობებს და ცდილობდნენ, არაფერი გამორჩენოდათ:
რა თემებზე ჩაუტარდათ ტრენინგები და როგორ აიმაღლეს უნარები?
როგორ გამოიყენეს ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა?
როგორი იყო მათი წვლილი სათემო ინიციატივის განხორციელებაში?
შეძლებენ თუ არა შემდეგში ინიციატივების დამოუკიდებლად განხორციელებას?
აუმაღლეს თუ არა სხვებს მოტივაცია?
ჯგუფის წევრები სიამაყით საუბრობდნენ თავიანთ წვლილზე: მიხარია, როცა ჩემი შრომის შედეგს ვხედავ...
თვითდახმარების ჯგუფის წევრ ქალებს პროექტმა დაანახა სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობის და აქტიურობის მნიშვნელობა, თემის ნამდვილი ძალა...
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/16206-2026-02-24-21-33-08#sigProId105ce31be6
