მარტის თვეში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა 7 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრსა და 6 კოლექტიურ ცენტრში თემაზე „მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“. შეხვედრას ესწრებოდა 66 მოქალაქე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე: სამეზობლო ურთიერთობები, საკრედიტო ვალდებულებები, სოციალურად დაუცველთა საკითხები, განქორწინება და მისი პროცედურები.