ბაღდათის ადგილობრივი ორგანიზაციები სამთვიანი პროექტების განხორციელებას შეუდგნენ.
„სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“ – ამ ორგანიზაციის პროექტია „მოქალაქეთა ინფორმირება საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკაზე“. ორგანიზაცია ცალკეულ ჯგუფებთან (შშმ პირები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები) ჩაატარებს შეხვედრებს, ვორკშოპებს, ტრენინგებს და გააცნობს მათ მნიშვნელოვან საკითხებს: როგორ გამოიყენონ ელექტრონული რესურსები ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობისთვის, როგორ მიიღონ საჯარო ინფორმაცია, როგორია საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესები, როგორ წარადგინონ რეკომენდაციები...
„თანასწორობა ახლა“ - ამ ორგანიზაციის პროექტს ეწოდება „მოსახლეობის მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში“. მისი მიზანია მარტოხელა მშობლების, მრავალშვილიანი დედების და პენსიონერების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მათზე საჯარო მმართველობის რეფორმა.
საპროექტო განაცხადები მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით