- როგორ გადავჭრათ მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემები, როგორი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი მათ მოგვარებაში - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. ფახულანისა და წყოუშის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) თემის აქტივისტებს განსაკუთრებით პრიორიტეტულად მიაჩნიათ უწყლობა, ტრანსპორტის არარსებობა. მათ ადვოკატირების მექანიზმებიც განიხილეს. ადვოკატირების გეგმის მიხედვით, მომდევნო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართება. საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ მათი ჩართვა პრობლემების მოგვარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.