ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები ჯანსაღი გარემოსთვის“ ფარგლებში ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ მზად აქვთ კლუბის ლოგო, შეუკვეთეს მაისურები, კეპები და აქტიურად განაგრძობენ მუშაობას გაწერილი აქტივობების შესასრულებლად.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი კი ონლაინ შეხვდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს კარლო კუხიანიძეს.  ჯგუფის წევრებმა  კომპეტენტური პირისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითებზე. მერიის წარმომადგენელი მათ რიგი საკითხების გადამოწმებას და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქუთაისის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს პროექტის განხორციელების პერიოდი დაუდგა - ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის საბოლოო ვარიანტს, დაგეგმეს აქტივობები და შეიმუშავეს სამუშაო ეტაპები. თითოეული  მონაწილე განსაკუთრებით აქტიურობდა, რადგან ჯგუფის წევრების სურვილია, წარმატებით შეასრულონ თავიანთი შემუშავებული პროექტი.

ონლაინ, მაგრამ აქტიურად წარიმართა ქუთაისის ქალთა საინიციატივო  ჯგუფის შეხვედრაც. მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების გეგმები, განცხადება/წერილის მომზადების წესები, ადრესატები. ისინი ახლო მომავალში შეუდგებიან პრობლემების ადვოკატირების პროცესს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის სამმა წევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ტრენინგზე, რომელიც პროექტების წერას ეძღვნებოდა. შემდეგ მათ ჯგუფის დანარჩენ წევრებს გაუზიარეს  მიღებული ცოდნა და ინფორმაციები.

ჯგუფმა აქტიურად იმუშავა  ორ პროექტზე, რომელიც საკონკურსო კომისიას  უახლოეს მომავალში უნდა წარუდგინონ დასაფინანსებლად. ეს მათი პირველი გამოცდილებაა და ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ჩატარდა. მათ დაასახელეს ქალაქში არსებული აქტუალური პრობლემები, მათგან ყველაზე  პრიორიტეტული შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმა შეიმუშავეს. ჯგუფი შეეცდება პრობლემის მოგვარებას და ეს ჯგუფის წევრებს მეტი მუშაობის მოტივაციას მისცემს.

როგორ ვაქციოთ იდეები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში. მასში მონაწილეობა მიიღეს სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის ქუთაისის, წყალტუბოს და ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

თეორიული მასალების გაცნობის შემდეგ ჯგუფებმა პროექტების შექმნაზე იმუშავეს. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომ დაწერონ პროექტის სამუშაო ვერსიები და დროულად წარუდგინონ საკონკურსო კომისიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ჩემი მოლოდინები გამართლდა, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია, ვისურვებდი მომავალშიც საინტერესო ღონისძიებებს - ასე დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ტრენინგის დასასრულს. მათთვის ჩატარდა ტრენინგი 10 ივნისს თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი“.

18 ივნისს კი ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხისა და გენდერული საჭიროებების შეფასების“ რაოდენობრივი კვლევის  შედეგები მოისმინეს. მათ კვლევის სარეკომენდაციო წინადადებებიდან შეარჩიეს პრობლემური საკითხი, რომლის ადვოკატირებაზე უნდა იმუშაონ. უკვე დაისახა გეგმები და ჯგუფის წევრები მზად არიან, ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.

ბევრი რამ აქვთ გაკეთებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის წევრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ორჯერ ჩაატარეს საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგი და  ორჯერ - საჭიროებათა კვლევა.

საჭიროებათა კვლევა იყო საუბრის ძირითადი თემა ფორუმის მორიგ შეხვედრაზე: რა შეიცვალა პირველი კვლევის შემდეგ, რა მოგვარდა, რას უნდა მიექცეს ყურადღება და  რა არის გასაკეთებელი.

შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ მუშაობაზე ისაუბრეს 8 მუნიციპალიტეტში (ხონი, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ცაგერი, ამბროლაური). განსაკუთრებული აქცენტი გამოწვევებზე გაკეთდა.

ფორუმი შეიკრიბა ქუთაისში, სასტუმრო „მეფე დავითში“ მეწარმე ქალთა ფონდის ორგანიზებით.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

ორი შეხვედრა გაიმართა მაისში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. 18 მაისს ქალთა ჯგუფი შეიკრიბა, 21 მაისს კი - ახალგაზრდები. მოხდა ახალგაზრდული ჯგუფის ხელახალი ფორმირება და გაიმართა პროექტის პრეზენტაცია.

ქალთა საინიციატივო ჯგუფში ისაუბრეს ქალთა საჭიროებების კვლევაზე, რომელშიც ჯგუფის წევრები იყვნენ ჩართულები. აღნიშნეს, რომ გაეცნენ ქალაქში მცხოვრებ ქალთა პრობლემებს და დაინახეს, თუ რამდენ ოჯახს და ბავშვს სჭირდება რეალურად დახმარება. კვლევის დროს გამოყენებული იყო ფოკუს-ჯგუფის, ჩაღრმავებული ინტერვიუს და ანკეტირების ფორმატი.

თემაზე „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერულად მგრძნობიარე სისტემა“ ქუთაისში ჩატარდა ქალთა და ახალგაზრდათა საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები. თავიდან შეხვედრებზე საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს ამ სისტემაზე, როგორც კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაზე (ასეთი ჯგუფები ასევე შექმნილია ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში. ტრენინგზე კი ყოველი ჯგუფის 2-3 წევრი იღებდა მონაწილეობას).

პრეზენტაციის მეშვეობით შეხვედრების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ კონფლიქტების ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების სისტემის განხორციელების ძირითად ეტაპებს, ადამიანური უსაფრთხოების არსს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ბოლოს აღინიშნა, რომ სხვა მუნიციპალიტეტების საინიციატივო ჯგუფებთან ერთად  ქუთაისის საინიციატივო ჯგუფიც ჩაატარებს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების კვლევას.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები