ქუთაისში, ზაქარიაძის № 21-ში ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ამ დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სასარგებლო სამოქალაქო ინიციატივა განახორციელეს.
შეიქმნა უსაფრთხო გარემო მცხოვრებთათვის - მოიხსნა საფრთხის შემცველი ძველი ჭიშკარი და დამონტაჟდა მეორადი მოხმარების, შედარებით ახალი ჭიშკარი. მოწესრიგდა შესასვლელი გზა, რომელზეც წვიმის დროს მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ასევე, შეკეთდა სადარბაზოში შესასვლელი კარი და შეძენილი საღებავებით შელამაზდა კედლები.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
პროექტში ჩართულმა ქალებმა ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები დევნილებისთვის ერთი ტრენაჟორი, ორი ძელსკამი და ბენზინის სათიბი შეისყიდეს.
მოსახლეობის თქმით, დასახლებაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ძალიან დიდ მადლიერებას გამოთქვამენ მათი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამ ინვენტარით ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება სარგებლობა და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას თემში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ქსელურ შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ასისტენტები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა გუგეშაშვილი და ფონდი „სოხუმის” დამფუძნებელი ალლა გამახარია ესწრებოდნენ.
ასისტენტებმა საანგარიშო პერიოდის აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და შედეგები შეაჯამეს.
„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში შესრულებული აქტივობების შესახებ (II ეტაპის ინიციატივების განხორციელება) ისაუბრეს ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერებისა და წევრების თქმით, ამ პროექტის დახმარებით, მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა. „სამოქალაქო ინიციატივებმა“ თემში ქალები სხვა კუთხით წარმოაჩინა. ისინი გააქტიურდნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს თავად ეძებენ.
როგორც თავად აღნიშნეს, თავდაპირველად საკუთარი იდეების გამარჯვებისაც არ სჯეროდათ და განხორციელების იმედიც ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე პრობლემები მოგვარებულია - მიღწეული შედეგით გუნდი და მოსახლეობა კმაყოფილია.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
თავიანთი რესურსებით განახორციელეს პროექტით გათვალისწინებული ინიციატივა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში. ლესელიძის ქუჩაზე, ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური ინტერნატის მცხოვრებლებმა გრანტით შეიძინეს ბენზოცელი, წყლის ტუმბო და ელექტროკაბელი, შესაცვლელი ზეთი, ბრტყელტუჩა და ელექტროავტომატი მიიღეს. ეს მასალები ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას დევნილთა თემში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს დევნილთა სამ თემში - აფხაზეთის და 9 აპრილის ქუჩებზე - დასრულდა სამოქალაქო ინიციატივის განხორციელება.
თემის მცხოვრებლებმა მიიღეს საჭირო მასალები, რაც აუცილებელია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად: ბალახის სათიბი ელექტროცელები, საღებავები, ფუნჯები, სარწყავი მილები, შესაწამლი მოწყობილობა, კარების საკეტი… ამ მასალების შეძენა მოხდა მათი საჭიროებების გათვალისწინებით და თავადვე ჩაერთვებიან თავიანთი შენობების თუ ეზოების მოწესრიგების პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„სამოქალაქო ინიციატივის“ ფარგლებში ქუთაისში, ჭავჭავაძის №58-ში მცხოვრებმა დევნილებმა კომბინირებული ბენზოცელი, საკრეჭი და ელექტრო შესაწამლი მოწყობილობა შეიძინეს.
სამოქალაქო ინიციატივის შედეგად თემში გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და უფრო უსაფრთხო გახდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქუთაისის დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა. გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, კოტეჯი-2-ში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს ბალახის სათიბი - ელექტროცელი, სეკატორი და ხერხი ელემენტზე, ურიკა, მილი და საიზოლაციო ლენტა.
ინიციატივა თემის მცხოვრებლებმა თავიანთი რესურსებით განახორციელეს. შეძენილი მასალების გამოყენება ხელს შეუწყობს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია.
მოგვარდა ორი პრობლემა: კონკრეტულად კი გაუმართავი სადრენაჟო სისტემის გამო, №10 და №15 კორპუსებთან წვიმის წყალი გროვდებოდა. მოსახლეობამ თვითნებურად გაჭრა არხები, რამაც წყალს მიმართულება შეუცვალა. მოჭარბებული წვიმის დროს წყალი სარდაფში ჩაედინებოდა და იტბორებოდა, რაც ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. მომრავლებული იყო ქვეწარმავლები და მღრღნელები. ზიანდებოდა კორპუსის საძირკველი.
ადგილობრივი თემის ადამიანური რესურსებით განხორციელდა ორი ინიციატივა: №10 კორპუსთან მიწა ამოიჭრა და ამოივსო. №15 კორპუსთან კი ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მხარეს ამაღლებული ბარიერი გაკეთდა. ამგვარად, მოგვარდა ორი პრობლემა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ქრისტინა ქუთათელაძე გაგრიდან დევნილია, ამჟამად წყალტუბოში, პატარა მწვანე ქალაქში ცხოვრობს. წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და №4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს. მე-8 კლასიდან არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ურთიერთობს.
აქტიური საქმიანობისა და წარმატების ისტორიაზე თავად ქრისტინა გვესაუბრება:
„წლების წინ ფონდი „სოხუმის“ ტრენინგზე ბენეფიციარის სტატუსით მივედი. ახლა მათ მიერ განხორციელებულ არა ერთ პროექტში ვმონაწილეობ, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ქსელის კოორდინატორი ვარ. აქტიურ ქალებთან ერთად კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირებას ვახდენ. ფონდმა „სოხუმმა“ სწორი გზა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ საკუთარი უფლებების დაცვა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ქალების გაძლიერებას. ასევე ვარ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების ტრენერი, ქალებს ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ვეხმარებით.
„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სენაკში დევნილთა თემის პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობას ექვსი ცალი წყლის საქაჩი ტუმბო გადაეცა. ტუმბოები 12 კორპუსს მოემსახურება, გააადვილებს სარდაფებიდან წყლის ამოქაჩვის პროცესს და იმ რისკებს შეარბილებს, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას არღვევს.
მეორე ინიციატივა მხარდაჭერილი იყო იმ აქტუალური პრობლემის საპასუხოდ, რომელიც სარეველა ბალახებისგან შექმნილ საფრთხეებს გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას გადაეცა ხუთი ცალი ელექტროსათიბი, რომელიც 12 კორპუსზეა გათვლილი.
სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესში ქალთა ჯგუფის ლიდერები, აქტივისტები და თემის მცხოვრებლები აქტიურად იყვნენ ჩართული.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით