ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა
ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა - ჩვენს ვებგვერდზე https://sosfsokhumi.ge უკვე ამოქმედდა ეს კატეგორია.
არის ოფიციალური სტატისტიკა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის მონაცემები. ცალკეული რეგიონის სტატისტიკის სანახავად რუკაზე უნდა აირჩიოთ შესაბამისი ერთეული - იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.
დაინტერესებულ პირს რეგიონების მიხედვით შეუძლია გაიგოს, როგორია ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები, დასაქმების თუ მიგრაციის დონე, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სტატისტიკა.
სტატისტიკის ნახვა შეიძლება რეგიონის ცალკეული მუნიციპალიტეტის მიხედვითაც. სამეგრელოში სამი მუნიციპალიტეტია წარმოდგენილი: სენაკი, ზუგდიდი და წალენჯიხა, იმერეთში - ხუთი: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია და ბაღდათი, თითო მუნიციპალიტეტის მონაცემებია დაფიქსირებული გურიასა და აჭარაში: ჩოხატაური და ქობულეთი.
როგორც ინტერნეტმომხმარებლების უკუკავშირიდან გავიგეთ, რისკების რუკა საჭირო ინფორმაციას აწვდის მკითხველს, საკითხზე მომუშავე თუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)